არჩილ მაღალაშვილი
დაამთვარა თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტი, ინჟინერ-გეოლოგი, გეოლოგიურ-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი, პროფესორი, საქ. საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი. 1981-2001 წლებში მუშაობდა საქ. მეცნიერთა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში, იკვლევდა ოქროს, ფერადი ლითონებისა და სხვა წიაღისეულის გეოლოგიისა და გეოქიმიის საკითხებს. 1992-1996 წლებში იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ეროვნულ ფასეულობათა სახელმწიფო ფონდის განყოფილების გამგე და თავმჯდომარის მოადგილე, დაარსა და კურირებდა ძვირფასი ლითონების მეორადი გადამუშავების რამდენიმე ერთობლივი საწარმო, შემუშავებული აქვს საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების მრავალი პროექტი.
1997-2005 წლებში იყო საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის (GIOC) პროექტის ექსპერტი, პროექტების მენეჯერი და საინჟინრო-ტექნიკური მენეჯერი,აწარმოებდა მოლაპარაკებებს და მუშაობდა ბაქო-სუფსისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ენერგეტიკული დერეფნის მილსადენების და სხვა პროექტების საინჟინრო-ტექნიკურ საკითხებზე.
2001-2003 წლებში იყო საინჟინრო, გეოლოგიური და გარემოსდაცვითი კომპანია – „Geo-Eng-Eco-Service“-ის გენერალური დირექტორი. 2006 წლიდან მუშაობს “IDS Borjomi Georgia”- ს ხარისხის და სტრატეგიული პროექტების მენეჯერად.
მუშობდა სხვადასხვა საერთაშორისო ინვესტორებთან, საფინანსო-საინვესტიციო ინსტიტუტებსა და დონორებთან, მასმედიასთან, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორთან. აქვს სხვადასხვა ენერგეტიკულ, ინფრასტრუქტურულ, გარემოსდაცვით, საინჟინრო-ტექნიკურ და სამეცნიერო პროექტებში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. სერტიფიცირებულია პროექტების მენეჯმენტში, სტრატეგიულ დაგეგმვაში, ხარისხის მენეჯმენტში, სტანდარტიზაციისა და სერტიფიკაციის, გარემოსდაცვის და სხვა სფეროებში.
არის სხვადასხვა სამეცნიერო-პროფესიული საზოგადოებების წევრი, მათ შორის: ენერგეტიკის ინჟინერთა საერთაშორისო ასოციაციის, „EUROSCIENCE”-ის, საქართველოს გეოლოგიური, მინეროლოგიური საზოგადოებების, ნავთობისა და გაზის მრეწველთა კავშირის და სხვ.; არის ასევე სხვადასხვა სამეცნიერო და ექსპერტული კომისიის წევრი; 2004 წლის საქართველოს დამსახურებული ინჟინერი.
არჩილი მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში, გამოფენასა თუ სიმპოზიუმებში. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო და სხვა სახის ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია და „ნავთობისა და გაზის“ ინგლისურ-რუსულ-ქართული ლექსიკონი, კითხულობს ლექციებს თბილისის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.