თემურ მიქიაშივლი
ენერგეტიკის სფეროში თემურ მიქიაშვილის მუშაობის 25 წლიანი გამოცდილება მოიცავს თბო –და ატომური ელექტროსადგურების პროექტირებას, მუშაობისა და მართვის რეჟიმების ოპტიმიზაციას, ენერგეტიკული დანადგარების ეფექტურობის გადიდების, ენერგიის განახლებადი წყაროების გამოყენების, ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების საპროექტო დამუშავებისა და დანერგვის, ასევე ენერგეტიკული პროექტების საინვესტიციო ეფექტურობის, გარემოზე ზემოქმედების და რისკების შეფასების საკითხებს.
თემურ მიქიაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ინჟინერ-თბოენერგეტიკოსის სპეციალობით; ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიიღო ლენინგრადის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტში, ხოლო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი – საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. როგორც მეცნიერ-თანამშრომელი ის წლების განმავლობაში მუშაობდა ლენინგრადის ტექნიკური უნივერსიტეტის ატომური და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე, სერტიფიცირებული ენერგომენეჯერის რანგში ხელმძღვანელობდა საერთაშორისო პროექების ფარგლებში (უნგრეთი, უკრაინა, რუმინეთი, ბულგარეთი, სომხეთი) საქართველოში განხორციელებული ენერგოდაზოგვის პროექტების ნაწილს, მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციებში, აქვეყნებდა სტატიებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, არის 80-მდე სამეციერო პუბლიკაციის, რამოდენიმე მეთოდური სახელმძღვანელოს, გაანგარიშებათა პროგრამების პაკეტისა და წიგნის ავტორი.
თემურ მიქიაშვილი 1990 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 2002 წლიდან მუშაობს იმავე ინსტიტუტში პროფესორის თანამდებობაზე. შეთავსებით თ. მიქიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო: USAD-ის დამოუკიდებელი კონსულტატი საქართველოში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში, კომპანია “B&R”-ს უფროსი ინჟინერი, შპს “ჯეოინჟინირინგის” მთავარი ექსპერტი და ჯგუფის ხელმძღვანელი, პროექტის მენეჯერების კონსულტანტი საქართველოში USAID-ის დაფინანსებით განხორციელებული ენერგოდაზოგვის 26 პროექტში, BH & CoA -ის კონსულტანტი, Hagler Bailly Co.-ის მენეჯერის მოადგილე, ადგილობრივი ბანკირების ინსტრუქტორი PA Consulting Group-ის “საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ინიციატივის” კონტრაქტის ფარგლებში, ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” ექსპერტი, PA Consulting Group-ის კონსულტანტი, “AES-Telasi” -ის კონსულტანტი, ტყიბულის ქვანახშირის თბოელექტროსადგურის პროექტის მთავარი ექსპერტი, Burns and Roe Enterprises-ის მთავარი ექსპერტი ენერგეტიკულ დანადგარებში, პროექტში: “საქართველოს ელექტროენერგეტიკული სექტორის ოპტიმალური განვითარების გეგმა”, თბილსრეს-ის ტექნიკური განყოფილების I კატეგორიის ინჟინერი, თბილსრეს-ის სატრენაჟერო ცენტრის სამეცნიერო კონსულტანტი, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტროს კონსულტატი, თბილსრესში ორთქლაირის კომბინირებული ციკლისა და თბილისის თეც-ში აირტურბინული დანადგარების დანერგვის პროექტების ინიციატორი და თანაავტორი, თბილისის თბოელექტროცენტრალის მთავარი კონსულტანტი
თემურ მიქიაშვილი არის საერთაშორისო და საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი, სერტიფიცირებული ენერგომენეჯერი. ამჟამად მისი ინტერესების სფეროს წარმოადგენს: ზოგადი ენერგეტიკა, თბოელექტროსადგურების ენერგობლოკებისა და დანადგარების მათემატიკური მოდელირება, ოპტიმალური პროექტირება და მართვა, ელექტროსადგურების ეკოლოგიური უსაფრთხოება და მუშაობის რეჟიმების ოპტიმიზაცია, ენერგეტიკული სათბობის ტრანსპორტირებისა და შენახვის სისტემების დივერსიფიკაცია, ენერგორესურსების კასკადური უტილიზაციისა და სისტემების ინტეგრაციის საკითხები, ენერგოდამზოგი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, გენერაციის არატრადიციული დანადგარები და სისტემები, ენერგომენეჯმენტი.