ახალი სამაგისტრო პროგრამა - „მინერალური რესურსებისა და ენერგეტიკის მართვა და მდგრადი განვითარება“

საქართველოში პირველად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ანალიტიკური ცენტრი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, გთავაზობთ ორმოდულიან პროგრამას - მისანიჭებელი ორი კვალიფიკაციით:

  • „ენერგეტიკის მენეჯმენტის მაგისტრი“
  • „სამთო საქმისა და გეოლოგიის მენეჯმენტის მაგისტრი“

პროგრამა შეიქმნა დარგში მომუშავე საჯარო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნის საფუძველზე. პროგრამის ფარგლებში, ლექციებს კითხულობენ დარგის წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც პარალელურად აქტიურად მუშაობენ კერძო, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორებში. პროგრამაში გათვალისწინებულია პრაქტიკული საქმიანობის კომპონენტი, სადაც სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში დასაქმების პერსპექტივით გაივლიან სტაჟირებას კერძო, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო და არჩევითი საგნები სტუდენტს მისცემს ენერგეტიკის ან მინერალური რესურსების მენეჯმენტის დარგში ახალი თაობისათვის ლიდერებისა და მენეჯერებისათვის აუცილებელ ტექნიკურ თუ სამეცნიერო ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს. მათ შორის:

  • ეფექტური ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებისას რესურსების გამოყენების მდგრადობის, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფაქტორების გათვალისწინების უნარი;
  • დარგის მდგრადი განვითარების საერთაშორისო ტენდენციების, საქართველოში დანერგვა-ადაპტაციის და საქართველოს ეკონომიკურ, სამართლებრივ და ეკოლოგიურ და რესურსულ პირობებთან შეხამების უნარი;
  • საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ტექნოლოგიური წინსვლის და მდგრადი ეკონომიკური განვითარების საჭიროებების შეფასების და მათი გადაჭრის ეფექტური გზების მოძიების უნარი.

ორწლიანი ინტერდისციპლინარული კურსები ღიაა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მფლობელებისა და იმ პროფესიონალებისთვის, რომელთაც მიღებული აქვთ განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ინჟინერიის მიმართულებისა და ეკონომიკის დარგში. აგრეთვე, სასურველია, აპლიკანტს ჰქონდეს საჯარო ან არასამთავრობო ორგანიზაციაში/ბიზნესის სტრუქტურაში მუშაობის გამოცდილება. ლექციები მიმდინარეობს ქართულ ენაზე. სტუდენტი აგროვებს სასწავლო კურსებში 90 ECTS-ს სამი სემესტრის განმავლობაში, ხოლო მე-4 სემესტრში მუშაობს სამაგისტრო ნაშრომზე (24 ECTS) და, პარალელურად, გადის პრაქტიკას (6 ECTS) წინასწარ შერჩეულ ორგანიზაციაში. 

პროგრამის მხარდამჭერები არიან:
1. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო;
2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
3. ნავთობისა და გაზის კორპორაცია;
4. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (ბუნებრივი რესურსების
დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უწყებათშორისი კომისია);
5. ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG);
6. ენერგოეფექტურობის ცენტრი;
7. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი
ეროვნული კომისია;
8. კომპანია „კავკასიის სამთო ჯგუფი“ (CMG)
9. საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი
და სხვა ორგანიზაციები

სამაგისტრო პროგრამის საიმიჯო რგოლი იხილეთ ბმულზე 

სამაგისტრო პროგრამაზე მიღების პროცედურებსა და ვადებს გაეცანით ბმულზე

პარტნიორები და დონორები