BP ენერგეტიკული პერსპექტივები 2035 წლისათვის

BP-იმ გამოაქვეყნა თავისი მეოთხე წლიური ანგარიში – „ენერგეტიკული პერსპექტივები“, რომელიც მიმოიხილავს 2012-2035 წლის მსოფლიო ენერგეტიკულ ტენდენციებს და პასუხს სცემს კთხვებს: იარსებებს თუ არა მსოფლიოში მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის საკმარისი ენერგიის წყაროები?

ანგარიშის მიხედვით, ენერგიაზე მოთხოვნა 2035 წლისათვის 41%-ით გაიზრდება, სადაც განსაკუთრებული წილი (95%) მოდის განვითარებად ქვეყნებზე. ზრდის ტემპი, წინა პერიოდთან შედარებით, ნელია, რაც გამოწვეულია ენერგოეფექტურობის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ზრდით. ამასთან, გაზრდილი მოთხოვნის დაკმაყოფილებაში მნიშნელოვანი როლი ეკისრებთ ისეთ ახალ წყროებს, როგორიცაა, ფიქალის გაზი, ჩაჭირხნული ნავთობი და ენერგიის განახლებადი წყაროები.

ენერგიის პირველადი წყაროების უდიდესი მომხმარებელი სექტორების მიხედვით, კვლავ სამრეწველო სექტორი იქნება (მოიხმარს წარმოებული ენერგიის ნახევარს), რომელსაც მოსდევს საცხოვრებელი და მომსახურების სფერო და სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტის როლი კვლავ შედარებით მცირეა (13%).

წყაროების მიხედვით ზრდის ყველაზე დიდი წილი ნავარაუდევია განახლებადი ენერგიის წყაროებზე (წლიური 6.4% ზრდა), ატომურ ენერგიასა (წლიური 1.9% ზრდა) და ჰიდრო ელექტრო ენერგიაზე (1.8 % წლიურად).

წიაღისეული საწვავიდან ყველაზე სწრაფად იზრდება გაზის მოხმარება (1.9% წლიურად) რომელსაც მოსდევს ქვანახშირი (1.1%) და ნავთობი (0.9%).

მოხმარების ზრდის პარალელურად, 2012-2035 წლებში ენერგიის წარმოება გაიზრდება წელიწადში 1.5 %-ით, ძირითადად ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) არაწევრი ქვეყნების ხარჯზე.

პროგნოზის მიხედვით, ენერგიის მოხმარების შედეგად გამოყოფილი სათბური გაზების (C02) რაოდენობა გაიზრდება 29%-ით (1.1% ზრდა წლიურად). გამკაცრებული პოლიტიკები ამ საკითხთან დაკავშირებით, ამცირებენ ემისიების რაოდენობას, თუმცა მათი წილი დასაშვებ ზღვარს ზემოთ რჩება. 2035 წლისათის ემისისების რაოდენობა 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით გაორმაგდება, ზრდა ძირითადად OECD-ის არაწევრი ქვეყნების ხარჯზე მოხდება.

ამდენად, ანგარიშის მიხედვით, ენერგია ყველასათვის საკმარისი და ხელმისაწვდომი იქნება. თუმცა მიწოდების უსაფრთხოება და საიმედოობა ზოგი ქვეყნისთვის გაუმჯობესდება, ზოგისთის არა, მდგრადი განვითარების საკითხი მეტ ყურადღებას საჭიროებს. პროგნოზი აჩვენებს, რომ ფიქლის გაზის განვითარება არ ყოფნის კლიმატის შეუქცევვადი ცვლილების შეჩერებას და საჭიროა ენერგიული ქმედება მდგრადი ენერგეტიკის განვითარებისათვის.

პარტნიორები და დონორები