დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების მხარდაჭერა ცენტრალური აზიის, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის რეგიონებში

15-16 ივნისს, სტამბოლში, თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგიების დანერგვის მხარდამჭერ სემინარს უმასპინძლა რომელიც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით გაიმართა.

ორდღიანი სემინარის პირველი ნაწილი  მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკის განხილვას, ხოლო მეორე ნაწილი დაბალნახშირბადიანი ტექნოლოგების ბაზარზე შეღწევის მეთოდოლოგიისა და საშუალებების შეფასებას დაეთმო.

შეხვედრას თურქეთის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბანკებისა და 13 ქვეყნის 75 წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის – ბატონი მურმან მარგველაშვილი ანალიტიკური ცენტრიდან „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ და ენერგეტიკის სამინისტროს ენერგეტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით შარიქაძე. მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს წარმოდგენილი მეთოდოლოგია და ასევე ორგანიზატორებს მიაწოდეს ინფორმაცია თავიან ქვეყნებში განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების ბაზრების სტატუსის შესახებ.

აღსანიშნავაია, რომ საქართველოს წარმომადგენლების ინიციატივით კონფერენციის დასკვნაში შეტანილ იქნა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, მწვანე ენერგიის რეგიონული ვაჭრობა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი განახლებადი ენერგიის განვითარებისათვის. რეგიონული მიდგომა, რომელიც მოიცავს ვაჭრობას ელექტროენერგიის ტრანსნაციონალური ქსელებით, საშუალებას მისცემს ჰიდრორესურსებით მდიდარ ქვეყანებს მოახდინონ თავიანთი განახლებადი ენერგიის ეფექტურად ათვისება და დაძლიონ ბარიერები, რომელიც უკავშირდება სეზონურ ცვალებდობას.

პარტნიორები და დონორები