ენერგეტიკის სამინისტროს სამუშაო შეხვედრა ბიომასის ენერგეტიკულ გამოყენებასთან დაკავშირებით

17 აგვისტოს, ენერგეტიკის სამინისტროში შედგა სამუშაო შეხვედრაბიომასის ენერგიის გამოყენების შესაძლებლობები საქართველოში“, სადაც ენერგეტიკის, გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, უცხოელი და ადგილობრივი სპეციალისტების მონაწილეობით განხილულ იქნა ნარჩენი ბიომასის ენერგეტიკული გამოყენების საკითხები. 

ენერგეტიკის მინისტრის თქმითსაქართველო ძალიან მდიდარია ბიომასის რესურსებით - ჩვენი ქვეყნის 40% დაფარულია ტყეებით. სწორი მენეჯმენტის პირობებში საშუალება გვექნება, რომ ეს ბიომასა მივიტანოთ საბოლოო მომხმარებლამდე და ბიომასით მოხდეს ჩანაცვლება გაზის საწარმოებში. ასევე მოხდეს ბიომასის გამოყენება გათბობისთვის და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის მაღალმთიან რეგიონებში“.

როგორც უკვე საჯაროდ მრავალჯერ აღინიშნა, რეგიონებში გათბობისათვის შეშის ჭარბი და არაეფექტური მოხმარება იწვევს ტყეების განადგურებას, ენერგეტიკულ შიმშილს და ადამიანთა ჯანმრთელობის და გარემოს საფრთხეებს, რასაც მხოლოდ გაზიფიცირება ვერ აგვარებს და სჭირდება ერთიანი კომპლექსური სახელმწიფო მიდგომა შეშის მოხმარების ჩასანაცვლებლად.

ამ მიმართულებით გარკვეული წინაპირობები უკვე შექმნილია, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროს მონაწილეობით. გაეროს განვითარების პროგრამის და სხვა დონორების დახმარებით

  • შესწავლილია სატყეო და სასოფლო სამეურნეო ნარჩენების წყაროები და რაოდენობა რასაც, პელეტების ბრიკეტების და ნაფოტებად გადამუშავებით,  შეუძლია მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლოს შეშის მოხმარება 
  • ჩამოყალიბდა ბიომასის ასოციაცია, და განხორციელდა მრავალი პილოტ პროექტი
  • შეიქმნა სპეციალური ბიომასის ვებგვერდი  www.biomass.ge სადაც განთავსდა სასწავლო პროგრამები ბიომასის გამოყენების მიმართულებით.
  • დამუშავდა ეფექტური ღუმელების ხელშეწყობის წინადადება კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისთვის;
  • ჩატარდა კვლევა მყარი ბიოსაწვავის წარმოების სტანდარტებთან დაკავშრებით
  • WEG- მკვლევარების და საერთაშორისო ექსპერტების მიერ მომზადდა თანამედროვე მყარი ბიოსაწვავის წარმოების და გამოყენების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა რომელიც საბოლოო განხილვას და სამოქმედოდ მიღებას საჭიროებს. ეს გეგმა მოიცავს საკანონმდებლო, ორგანიზაციულიმ ბიზნესის მხარდამჭერი, საგამნანათლებლო და ლოგისტიკურ ღონისძიებების კომპლექსს, რაც ხელს შეუწყობს სხვა სამთავრობო პროგრამების, რეგიონების განვითარების და სატყეო რეფორმის განხორციელებას. და ..   

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული შეხვედრა გახდეს პირველი ნაბიჯი ბიომასის მდგრადი გამოყენების  სამთავრობო პროგრამისა და ენერგეტიკის სამინისტრომ, სხვა სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით, არსებული წინაპირობების გათვალისწინებით, სპეციალისტების და საზოგადოების ჩართულობით, წარმატებით დაძლიოს სატყეო ენერგეტიკული კრიზისი.

პარტნიორები და დონორები