ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება – ხელშემწყობი მექანიზმები

26 სექტემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, WEG-ის და  ილიაუნის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩატარდა ენერგეტიკული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის მორიგი სემინარი – ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარება, ხელშემწყობი მექანიზმები.

სემინარზე WEG -ის დირექტორმა, მურმან მარგველაშვილმა მიმოიხილა განახლებადი ენერგიის როლი და მისი სახელმწიფო მხარდაჭერის პრინციპები, ისაუბრა მათ მნიშვნელობაზე თანამედროვე ენრგეტიკის განვითარებაში.

მკვლევარმა ნინო მაღრაძემ განიხილა ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები და მსოფლიო გამოცდილება,უფრო კონკრეტულად, შეეხო ისეთ მექანიზმებს, როგორიცაა, სუბსიდირებული სატარიფო სისტემა, კვოტებზე ან რაოდენობაზე დაფუძნებული სისტემა (მწვანე სერტიფიკატები) და კონკურენტული აუქციონები.

გიორგი მუხიგულიშვილმა კი წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე – ევროკავშირის 2009/28/EC დირექტივა ენერგიის განახლებადი წყაროების შესახებ და მისი დანერგვა ენერგეტიკული გაერთიანების ქვეყნებში სადაც სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე გააანალიზა ამ  დირექტივის განხორციელების ძირითადი პირობები და გამოწვევები.

სემინარი წარიმართა დიალოგის ფორმატში, პრეზენტაციების და განხილვების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, უპირველესად ეს არის სათბური გაზების ემისიების შემცირება და სუფთა ტექნოლოგიების განვითარება, ასევე დასაქმების ზრდა, მშპ-ს ზრდა და კვლევებისა და ინოვაციის განვითარება ქვეყანაში.

პარტნიორები და დონორები