EU4Energy პროგრამის პირველი საორგანიზაციო შეხვედრა

19 მაისს, პარიზში ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) EU4Energy პროგრამის პირველ საორგანიზაციო შეხვედრას უმასპინძლა. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 4 წლიანი პროგრამა მიზნად ისახავს ენერგეტიკის სექტორში მონაცემების ხარისხის გაუმჯობესებასა და შესაძლებლობების გაძლიერებას მტკიცებულებებზე დაფუძნებული ენერგეტიკული პოლიტიკის და გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერისათვის 11 ქვეყანაში. ძირითადი სამუშაო თემები შეეხება ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ენერგეტიკული ბაზარსა და მდგრად განვითარებას.

საქართველოს, სომხეთის, ახერბაიჯანის, ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, მოლდოვის, ტაჯიკეთის, თურქმენეთისა და უკრაინის წარმომადგენლებმა, რომლებიც ღონისძიებას ესწრებოდნენ, იმსჯელეს პროგრამის განხორციელების პირველი წლის აქტივობებსა და მომავალი წლის (2017-18) სამუშაო გეგმაზე.

აღნიშნული შეხვედრაზე  ევროკომისიის, ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს და ენერგეტიკის ქარტიის სამდივნოს წარმომადგენლებმა პირველად მოახერხეს შეკრება და პროგრამაში ჩართულ ქვეყნებთან ერთად სამუშაო საკითხების განხილვა.

მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის, ჩართულია EU4Energy პროექტის 1, 2 და 4 კომპონენტების განხორციელებაში

პარტნიორები და დონორები