მკვლევართა და მეწარმეთა ტრენინგი ენერგეტიკის სფეროში

13-14 დეკემბერს, C-Energy 2020-ის პროექტის მხარდაჭერით და Innovate UK, IPPT PAN და EATG-თან თანამშრომლობით WEG-მა გამართა ტრენინგი ქართველი მკვლევარებისა და მეწარმეებისთვის ენერგეტიკის სფეროში.

ტრენინგი აერთიანებდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სესიებს, რომლებსაც უძღვებოდა მარი ჰაბიქტი, მარია სმიეტანკა და ელენ ფეარქლაუ, ჰორიზონტი 2020-ის ენერგეტიკის ეროვნული საკონტაქტო პირები ესტონეთისან, პოლონეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ამავე თანმიმდევრობით.

ორდღიანი ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია ჰორიზონტი 2020-ის ახალი პროგრამის ღია და სამომავლო საგრანტო კონკურსების, მონაწილეობის, ფინანსური და სხვა საკითხების შესახებ.

ტრენინგი მოიცავდა მრავალ პრაქტიკულ სესიას საგანაცხადო წინადადებების მომზადების, კონსორციუმის შექმნის, პარტნიორების მოძიების და სხვა პრაქტიკული საკითხების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ჰორიზონტი 2020-ში მონაწილეობასთან.

ტრენინგს ესწრებოდნენ სამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის, უნივერსიტეტების, კვლევითი ორგანიზაციების და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები.

პარტნიორები და დონორები