პარიზის შეთანხმებიდან აშშ გამოსვლის შესახებ

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 1 ივნისს განცხადა, რომ ამერიკა არ მიიღებს მონაწილეობას პარიზის შეთანხმებაში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.

ტრამპი თავისი გადაწყვეტილების მიზეზად ასახელებს მოსაზრებას, რომ პარიზის შეთანხმება „ავნებს ამერიკულ ბიზნესს და შეამცირებს სამუშაო ადგილებს“, ამიტომ სთავაზობს მომლაპარაკებელ ქვეყნებს, ახლიდან აწარმოონ მოლაპარაკებები ან მიიღონ სხვა ტიპის შეთანხმება. პარიზის შეთანხმებაში 200-მდე ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა და 118 ქვეყანამ უკვე მოახდინა მისი რატიფიკაცია. იტალიის, საფრანგეთის და გერმანიის ერთობლივი განცხადების მიხედვით, არსებული შეთანხმება არ გადაიხედება. შეთანხმებიდან გამოსვლის შემთხვევაში, აშშ, სირიასა და ნიკარაგუასთან ერთად იქნება იმ სამ ქვეყანას შორის, რომლებიც არ მონაწილეობენ პარიზის შეთანხმებაში.

აშშ პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება მძიმე დარტყმას აყენებს კლიმატის ცვლილების შერბილების საერთაშორისო ძალისხმევას. გადაწყევტილებას ბევრი უარყოფითი შეფასება მოჰყვა როგორც აშშ-ში, ისე მთელ მსოფლიოში.

მართლაც, ამერიკა არის რიგით მეორე ქვეყანა, ჩინეთის შემდეგ, სათბური გაზების გაფრქვევის მაჩვენებლით, ამიტომ მისმა გამოსვლამ სათბური გაზების შეზღუდვის საერთაშორისო შეთანხმებიდან შეიძლება ამ შეთანხმებას მთლიანად დაუკარგოს აზრი. სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის, ექსპერტის თუ პოლიტიკოსების შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება ასევე საზიანოა ამერიკული ბიზნესებისა თუ საზოგადოებისათვის, რადგან ამერიკა აღარ იქნება ლიდერი მწვანე ეკონომიკური განვითარების კუთხით და შეამცირებს დაფინანსებას განახლებადი ენერგიის კვლევის და ინოვაციის ტექნოლოგიებში, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეუძლებელი გახდება დედამიწაზე ტემპერატურის მატების პროცესის 2 გრადუს c-მდე შეზღუდვა 2100 წლისათვის, რაც კლიმატის ცვლილების პროცესებს შეუქცევადს გახდის. თუმცა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებმა, ისევე როგორც აშშ ზოგიერთი შტატმა და ქალაქმა განაცხადეს, რომ ისინი გააგრძელებენ მუშაობას კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით, რაც გარკვეული იმედის საფუძველს მაინც იძლევა.

WEG აქტიურად მუშაობს კლიმატის ცვლილების საკითხებზე საქართველოში როგორც UNFCCC-ისადმი ანგარიშების მომზადების, ასევე საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, მათ შორის, სასერტიფიკატო კურსის - “კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება”, საშუალებით, მონაწილეებს ვაცნობთ კლიმატის ცვლილების მეცნიერულ საფუძვლებს, თანამედროვე გამოწვევებს, გლობალური თანამშრომლობის პროცესებს და მათ მნიშვნელობას საცხოვრებელი გარემოს შესანარჩუნებლად.

მიგვაჩნია, რომ მსოფლიო ლიდერების და, განსაკუთრებით, ამერიკის შეერთებული შტატების როლი არის უმნიშვნელოვანესი კლიმატის ცვლილების შერბილების პროცესში. მსგავსი გადაწყვეტილება კი უარყოფითად მოქმედებს მთელი მსოფლიოს მდგრადი განვითარების პერსპექტივებზე და ასევე ვნებს აშშ-ს, როგორც თავისუფალი სამყაროს და კაცობრიობის პროგრესის ერთერთი ლიდერი ქვეყნის იმიჯს.

საქართველო, როგორც პარიზის შეთანხმების ხელმომწერი ქვეყანა, სრულად ჩართულია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო პროცესებში. მართალია, საქართველოს წვლილი გლობალურ ემისიებში უმნიშვნელოა, მაგრამ ძლიერ მოწყვლადია გლობალური დათბობის მიმართ რის შედეგებიც უკვე მძიმედ აისახება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ამიტომ მიგვაჩნია, რომ ჩვენმა მთავრობამ და მთლიანად საზოგადოებამ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, უნდა გააძლიეროს აქტიური ძალისხმევა კლიმატის საერთაშორისო პოლიტიკის ჩამოყალიბების და განხორციელების საქმეში.

პარტნიორები და დონორები