საქართველოს ენერგეტიკული ბალანსების განხილვა

2008 წლის 27 თებერვალს, ფონდის “მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG) ორგანიზებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული განვითარების, მეცნიერების და კულტურის ცენტრში, ჩატარდა სემინარი “საქართველოს ენერგეტიკული ბალანსები”.

სემინარში მონაწილეობდნენ ენერგეტიკული სექტორის წამყვანი სპეციალისტები, სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ენერგეტიკის სამინისტროს, პარლამენტის, სემეკის, ესკოს, სტატისტიკის დეპარტამენტის, თბილისის მერიის, ენერგეტიკის აკადემიის, ტექნიკური უნივერსიტეტის, კერძო კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციების სპეციალისტები.

წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია საქართველოს კრებსითი ენერგეტიკული ბალანსის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი გაზის ბალანსების შესახებ. ამ ინფორმაციის საფუძველზე გაანალიზდა ქვეყნის ენერგეტიკის და ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი მახასიათებლები, კერძოდ: საქართველოს ენერგეტიკული დამოკიდებულება გარე წყაროებზე და მისი სეზონურობა, დივერსიფიკაციის ხარისხი, ენერგიის მოხმარების სტრუქტურა, შეშის მაღალი წილი მთლიან ენერგეტიკულ მოხმარებაში, ენერგიის მოხმარების ეფექტურობა და გარდაქმნის დანაკარგები, ერთ სულ მოსახლეზე ენერგიის მოხმარება და სხვა პარამეტრები. აღინიშნა ის სირთულეები, რაც თან ახლავს აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას და ბალანსების შედგენას.

სპეციალისტების მიერ ერთხმად იქნა ხაზგასმული უფრო ზუსტი ენერგეტიკული ბალანსების შედგენის აუცილებლობა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში აღარ ხორციელდება საქართველოში სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ და რაც სახელმწიფოს ენერგეტიკული და ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრის უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს.

პარტნიორები და დონორები