საქართველოს მეორე ორწლიური განახლებული ანგარიში UNFCCC-თან წარსადგენად

ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოსათვის წარსადგენად საქართველოს მეორე ორწლიური განახლებული ანგარიშისთვის მოამზადა შემდეგი ოთხი თავი: კლიმატის ცვლილების შესახებ ეროვნული თავისებურებები და ინსტიტუციური გარემო, ქვეყანაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებები, საჭიროებები და მიღებული დახმარებები. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა 2018 წელს.

მოცემულ ანგარიშში ასახულია საქართველოში კლიმატის შესახებ ბოლო 25 წლის მონაცემები, კლიმატის ცვლილების მიმართულებით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, აღწერილია ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც ეროვნულ დონეზე ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ სათბურის გაზების გაფრქვევებში, კლიმატის ცვლილების შერბილების მიმართულებით არსებული ბარიერები და მასთან დაკავშირებული ფინანსური, ტექნიკური და შესაძლებლობების ზრდის საჭიროებები, საერთაშორისო ფონდებიდან და დონორი ქვეყნებიდან მიღებული დახმარებები. ანგარიშში სექტორების მიხედვით აღწერილია და გაანალიზებული კლიმატის ცვლილების 80-მდე შემარბილებელი ღონისძიება. პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორი საჯარო შეხვედრა დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით.

პარტნიორები და დონორები