საქართველოში კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პოლიტიკა და ღონისძიებები

31 ივლისს ანალიტიკურმა ცენტრმა „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG) სასტუმრო რუმსში დაინტერესებულ მხარეებს წარუდგინა კვლევის შედეგები კლიმატის ცვლილების შემარბილებელი პოლიტიკისა და ღონისძიებების შესახებ. WEG-მა გაეროს კლიმატის ცვლილების შესახებ ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) სამდივნოსათვის წარსადგენად საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინების ანგარიშისთვის მოამზადა კლიმატის ცვლილების შესახებ შემდეგი თავები: ეროვნული გარემოებების და ინსტიტუციური გარემოს, ასევე ქვეყანაში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი შემარბილებელი ღონისძიებები. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

მოცემულ ანგარიშში ასახულია საქართველოში კლიმატის შესახებ ბოლო 10 წლის მონაცემები, კლიმატის ცვლილების მიმართულებით ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, აღწერილია ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც ეროვნულ დონეზე ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ სათბურის აირების გაფრქვევებში. კვლევაში გაანალიზებულია კლიმატის ცვლილების 90-მდე შემარბილებელი ღონისძიება შემდეგი სექტორების მიხედვით: ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მიწათსარგებლობა და სატყეო მეურნეობა და ნარჩენები.

პარტნიორები და დონორები