სემინარი ენერგოეფექტურობის შესახებ

18 ნოემბერს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სემინარების ციკლის მორიგი სემინარი ენერგოეფექტურობის საკითხების განხილვას დაეთმო. მომხსენებლებმა: მურმან მარგველაშვილმა, გიორგი აბულაშვილმა და გიორგი მუხიგულიშვილმა ისაუბრეს ენერგოეფქტურობის მნიშვნელობაზე და სახელმწიფო პოლიტიკებზემერების შეთანხმებასა და ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებზე  ამ მიმართულებით.

მურმან მარგველაშვილმა ყურადღება გაამახვილა ენერგოეფექტურობის როლზე მწვანე ეკონომიკის, ტექნოლოგიური და ინოვაციური განვითარებისათვის და აღნიშნა, რომ ენერგოდაზოგვის არსებული პოტენციალის გამოყენება მთელ რიგ ქვეყნებში, ისევე როგროც საქართველოში, ვერ ხერხდება და ამას აქვს თავისი მიზეზები, რომლებიც შეიძლება იყოს: საბაზრო დეფექტები, ქცევითი ბარიერები, მთავრობის არასწორი პოლიტიკა და ა.შ. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაატაროს ენერგოეფექტურობის მხარდამჭერი ღონისძებები, როგორიცაა: საინფორმაციო (ნიშანდება, საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლება, ტრენინგები) მარეგულირებელი (სტანდრტების შემუშვება, სამშენებლო კოდექსების შემუშავება და დახვეწა, ენერგოაუდიტი და ა.შ.) და საბაზრო ინსტრუმენტები (ფასი, შესყიდვის სტანდარტები ა.შ.)

სემინარზე გიორგი აბულაშვილმა ისაუბრა მერების შეთანხმებაზე და ამ კუთხით საქართველოსთვის არსებულ გამოწვევებზე. როგორც ცნობილია, მერების შეთანხმება არის ევროკომისიის მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა ადგილობრივი და ეროვნული ხელისულებების მიერ ხელი შეეწყოს მდგრადი ენერგეტიკის განვითარებას და ბრძოლას კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ. 2008 წლიდან, ამ ინიციატივში მსოფლიოს 6000- ზე მეტი ადგილობრივი მმართველობა და თვითმმართველობაა გაერთიანებული. საქართველოდან მერების შეთანხმებას მიერთებულია 8 ქალაქი (თბილისი, რუსთავი, გორი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ქუთაისი, ფოთი). შეთანხმების მთავარი მიზანია სათბური გაზების ემისიის შემცირება, რისთვისაც ხელმომწერ ქალაქებს სხვადასხვა ვალდებულება ეკისრებათ, რაც მოითხოვს გარკვეული მუნიციპალური რეფორმების განხორციელებას.

სემინარის დასასრულს, გიორგი მუხიგულიშვილმა წარმოადგინა ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ევროკაშვირის ენერგოეფექტურობის დირექტივების ანალიზი და საქართველოში არსებული ნორმატიული მარეგულირებელი ბაზის მიმოხილვა. მან ასევე ყურადღება გაამახვლა ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების გამოცდილებაზე დირექტივების დანერგვის კუთხით და მიმოიხილა ის ძირითადი ბარიერები და გამოწვევები, რაც ამ პროცესში შეიძლება არსებობდეს.

სემინარზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ ენერგოეფექტურობის კუთხით ნაბიჯების გადადგმა ევროინტეგრაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა, ამიტომ, სასურველია, საქართველოს მთავრობამ ენერგოეფექტურობის დირქტივების მოთხოვნების შესასრულებლად შექმნას: კანონები, ქმედით ისნტიტუტები, ფინანსური მექანიზმები, სამოქმედო გეგმები და მონიტორინგის სისტემა. უზრუნველყოს თავისუფალი საბაზრო გარემო რაც აუცილებელია ენერგეტიკული უსაფრთხოების რისკების შესამცირებლად და ზოგადად ქვეყნის განვითარებისთვის.

პარტნიორები და დონორები