სემინარი – საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ენერგეტიკის სექტორიში

21 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში WEG-ისა და ილიას უნივრსიტეტის ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის (ESDI) ორგანიზებით ენერტეგიკისა და მდგრადი განვითარების ციკლის  მეორე სემინარი გაიმართა თემაზე – საქართველოს ევროკავშირთან დაახლოება ენერგეტიკის სექტორში.

სემინარი დაეთმო ევროკავშირთან ენერგეტიკული თანამშრომლობის ძირითადი საკითხების მიმოხილვას და არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას ენერგეტიკის სხვადასხვა ქვესექტორებში. სემინარი წარიმართა აქტიური დიალოგისა და განხილვის რეჟიმში. დამსწრეთა შორის იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების, ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროების, პარლამენტის კომიტეტის,  სემეკის წარმომადგენლები, სექტორის სპეციალისტები, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები. დარბაზის კითხვებს მომხსენებლებთან ერთად პასუხობდა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე.

მომხსენებლებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე:

სემინარი ჩატარდა აპსსფ ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფის ინიციატივით და ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მხარდაჭერით. პლატფორმის სახელით ისაუბრა ლაშა ტუღუშმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო საზოგადოების როლზე ევროინტეგრაციის პროცესში.

სემინარზე დამსწრე აუდიტორიამ არსებული საკითხების შემდგომი უფრო დეტალური განხილვის სურვილი გამოთქვა, WEG და ESDI მომდევნო სემინარებს დაუთმობს ცალ-ცალკე ენერგეტიკის სხვადასხვა ქვესექტორში არსებული პრობლემების და გამოწვევების ანალიზს.

პარტნიორები და დონორები