WEG და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის დანერგვის მიმართულებით ითანამშრომლებენ

16 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოში (UNDP) და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG) ორგანიზებით გაიმართა ახალი პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიზანია მეოთხე ენერგეტიკული პაკეტის - „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“- განხორცილების მხარდაჭერა საქართველოში.

ინიციატივა მიმართულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერებისკენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:

  • განახლებადი ენერგია - განახლებადი ენერგიის შესახებ ახალი დირექტივის განხორციელების ბარიერების დადგენა და განხორციელების საგზაო რუკის მომზადება;
  • ენერგოეფექტიანობა - სამიზნე მაჩვენებლების და ინდიკატორების განსაზღვრა მოხმარების სექტორებში;
  • ენერგეტიკული უსაფრთხოება - შესაძლებლობების გაძლიერება რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოების ანალიზის მიმართულებით;
  • ენერგეტიკული სიღარიბე -  საქართველოში ენერგეტიკული სიღარიბის გამომწვევი ძირითადი ფაქტორების შეფასება, რელევანტური ინდიკატორების განსაზღვრაზე მუშაობის დაწყება და არსებული დახმარების სქემების ანალიზი.

პროექტი, რომელიც 2023 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ასევე მოიცავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით.

16 თებერვლის შეხვედრის მიზანი იყო დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის ფარგლებში დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებებისა და საქმიანობების გაცნობა და მომზადება მომავალი თანამშრომლობისა და კოორდინაციისთვის.

პროექტის მხარდამჭერები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთი.

პარტნიორები და დონორები