განახლებადი ენერგია, როგორც კატალიზატორი რეგიონული განვითარებისათვის – ისრაელი

2013 წლის 19 მაისიდან 5 ივნისამდე, ისრაელში, საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა კურსი – „განახლებადი ენერგია, როგორც კატალიზატორი რეგიონული განვითარებისათვის“, რომელშიც მონაწილეობდა 24 წარმომადგენელი მსოფლიოს 14 ქვეყნიდან.  კურსის მიზანი იყო ისრაელის გამოცდილების შესწავლა ენერგეტიკული პოლიტიკის, ენერგიის განახლებადი წყაროების ათვისების, ტექნოლოგიური განვითარების და კვლევა-დანერგვის მიმართულებით. კურსი წარმატებით დაამთავრა WEG-ის ანალიტიკოსმა – გიორგი მუხიგულიშვილმა, რომელიც ამ პერიოდში WEG-ის პროექტის ფარგლებში იკვლევდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტებს და მათი შემუშავების პროცესს. სასწავლო პროგრამა საინტერესო და პროდუქტიული აღმოჩნდა მონაწილეებისთვის, რადგან მათ საშუალება ქონდათ მოესმინათ და კითხვები დაესვათ ენერგეტიკულ საკითხებზე ისრაელის მთავრობის წარმომადგენლებისათვის და გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება.

პარტნიორები და დონორები